გათიშვა
Oct

პერსპექტიული ფერმერული მეურნეობები

სემინარის თემატიკა: სემინარში მონაწილეთა ფერმებში დღეისათვის არესბული სიტუაციის მიმოხილვა, სიძნელეები და მათი აღმოფხვრის გზები: ცხოველთა ჯანმრთელობა; ცხოველთა კეთილდღეობა; თანამედროვე ფერმერული მეურნეობებში რძისა და ხორცის წარმოების შესაბამისი აღჭურვილობა; თანამედროვე ტექნოლოგიები. მოწვეული ტრენერი: ვალერი ბედრევიჩი; ვეტერინარი კომპანია „კერბლ ეასტ “ , გერმანია სამიზნე ჯგუფი: ფერმერები (მსხვილფეხა და წვრილფეხა), ვეტერინარები, სერვის მომსახურეობის ცენტრები სემინარის საფასური: უფასო სემინარის ხანგრძლივობა: ორი (2) დღე, 24-25, ივნისი, 2015 ადგილმდებარეობა/დრო: 24.06.2015 – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. დავით  აღმაშენებლის 240, თბილისი, საქართველო, 11:00 საათი 25.06.2015 შპს „ჯეო აგრო“, მარტყოფი სემინარის განრიგი 24.06.2015 ფერმერებისთვის სემინარში მონაწილეთა ფერმებში დღეისათვის არესბული სიტუაციის მიმოხილვა, სიძნელეები და მათი აღმოფხვრის გზები.: ცხოველთა ჯანმრთელობა; ცხოველთა კეთილდღეობა; თანამედროვე ფერმერული მეურნეობები; თანამედროვე ტექნოლოგიები დისკუსია / კითხვა პასუხი 25.06.2015 ფერმერებისთვის, ვეტერინარებისთვის და ზოოტექნიკოსებისთვის პრაქტიკული სამუშაოები, სადემონსტრაციო ჩვენებები. თემა:ჩლიქების მოვლა; ცურის მოვლა, ჰიგიენა; ხურვის გამოვლენა, მაკეობის დიაგნოსტიკა, გართულებული მშობიარობა დ.ა.შ.