გათიშვა

ჩვენ შესახებ

ცხოველთა ჯანმრთელობისა და ჯანსაღი კვების ტექნოლოგიები

ჩვენი კომპანია დაარსდა 2011 წელს, ერთი ძირითადი იდეის განსახორციელებლად ,ის მესაქონლეობის სექტორს სთავაზობს ახალ და ინოვაციურ იდეებს თუ როგორ გავხადოთ ცხოველთა ჯანმრთელობა მდგრადი და გავაორმაგოთ მოგება.

კომპანია მრავალპროფილიანია და ყველა სექტორში ყავს პროფესიონალი ექსპერტი ექიმ-ვეტერინარები და ზოოტექნიკოსები.
ისინი შესაბამის სექტორში ახორციელებენ საჭიროებისა და პრობლემის დადგენას ,შემდგომ კი უახლესი ინოვაციური სისტემითა და პროდუქციით სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრიან პრობლემას.

კომპანია „იდეალგეორგია“ ის კომპანიაა, რომელმაც სამეცნიერო კვლევის შედეგები გადააქცია რეალურ, გამოყენებად საველე ინფორმაციად. ჩვენ მუდმივად ხელს ვუწყობთ და ვზრუნავთ ჩვენი მომსახურებით მოსარგებლე ფერმერებისა და მწარმოებლების განვითარებაზე. მერძეული და მეხორცეული საქონლისთვის,
კვერცხისმდებელი ქათმებისათის ,ბროილერის ჯიშის ქათმებისათვის ,დეკორატიული ქათმებისათის ,წვრილფეხა საქინლისათვის, შინაური ცხოველებისა და თევზებისათის ჩვენი კომპანია გთავაზობთ აქტიურ თანამშრომლობას წარმოების ყველა ეტაპზე,მუდმივად განახლებულ საკვებს თავის დამატებთან, პროდუქტიულობის გამაძლიერებელთან , პრობიოტიკებთან ,ორგანულ მჟავებთან, სილოსის ინოკულანტებსა და ჯანმრთელობისათვის საჭირო სხვა ბუნებრივ დანამატებთან ერთად.

ჩვენი სამუშაოები, ცხოველთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის დაცვის გზით, კონცენტრირებულია მათი პროდუქტიულობისა და სასიცოცხლო ძალების გაზრდაზე. ჩვენი დევიზია „ ნაკლები ანტიბიოტიკი და მეტი ბუნებრივი გამოსავალი“.

„იდეალგეორგიას“ მართვის სისტემა ეფუძნება მესაქონლეობის ობიექტების საკონსულტაციო მომსახურებას, ჩვენი სპეციალისტები კონსულტაციას უწევენ მათ თუ როგორ მოაგვარონ ჯანმრთელობის მართვა, საკვების წარმოება და ხარისხის გაზრდა, გენეტიკური განვითარების უზრუნველყოფა, პროდუქტის ხარისხისა და პროდუქტიულობის გაზრდა. ჩვენი კომპანია ატარებს სატრენინგო პროგრამებს ვეტერინარი ექიმების, ზოოტექნიკოსებისა და სხვა ტექნიკური პერსონალისთვის, სემინარებს ფერმერებისთის, ახალი ინვესტორებისათის კი საპროექტო შეხვედრებს. ასევე სტუდენტებს ( მომავალ ვეტერინარებსა და ზოოტექნიკოსებს) ვთავაზობთ შესაძლებლობებს კარიერული წინსვლისა და განვითარებისათის.

 

ჩვენი სერვისები  

შპს „იდეალგეორგიას“ მართვის სისტემაა ფერმების საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც საწარმოებს ეხმარება კვების პროგრამის შედგენაში, პრობლემების მოგვარებაში, საკვების წარმოებასა და ხარისხის გაზრდაში, გენეტიკური განვითარების უზრუნველყოფაში , პროდუქტის ხარისხის გაზრდასა და პროდუქტიულობის მომატებაში. 

ობიექტზე ხდება პრობლემის დადგენა და მონიტორინგის მეშვეობით შემუშავდება მისი გადაჭრის გზები, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად იქმნება სისტემა რომელიც დაფუძნებულია: მონიტორინგზე,  ქულების სისტემაზე, მობილ და ლაბორატორიულ ანალიზებზე, გაზომვების მონაცემთა ანალიზებსა და ეკონომიკური ანალიზების შედეგების შეფასებაზე; ანგარიშის შედგენასა და კვების პროგრამების მომზადებაზე, ჯანმრთელობის- ბიოუსაფრთხოების პროტოკოლის შედგენა განახლებასა და რჩევების სისტემაზე. 

„მუდმივი განათლება მდგრადობისათვის“ 

ჩვენი კომპანია ატარებს სატრენინგო პროგრამებს ვეტერინარი ექიმების, ზოოტექნიკოსებისა და სხვა ტექნიკური პერსონალისათვის; ასევე ვატარებთ სემინარებს ფერმერებისათვის, საპროექტო შეხვედრებს ახალი ინვესტორებისათვის. 

 „შეისწავლე მომავალი“ 

სტუდენტებს, რომლებიც მომავალი ვეტერინარები და ზოოტექნიკოსები არიან, ვთავაზობთ კარიერულ წინსვლასა და განვითარებას.